შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„მაღალმთიანი რეგონების განვითარების შესახებ“ კანონზე იმსჯელეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში
09.06.2016
უკან დაბრუნება
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „მაღალმთიანი რეგონების განვითარების შესახებ“ კანონზე იმსჯელეს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ასევე , რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და მოადგილეები ესწრებოდნენ. მხარეებმა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი სულ 40 მუნიციპალიტეტის 1582 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა. კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. მეწარმე სუბიექტები კი, გადასახადისგან თავისუფლდებიან. აღნიშნული პირებისთვის ასევე, სპეციალური სოციალური პაკეტები ამოქმედდება.