ახალგაზრდების კიდევ ერთი ვიზიტი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში
09.06.2016
უკან დაბრუნება
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდების კიდევ ერთი ვიზიტი შედგა. ქუთაისის მერმა ამჯერად 23-ე და 29-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ახალგაზრდებმა თვითმმართველობის შენობა დაათვალიერეს და ქალაქის მერთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრეს. პროექტს ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება ახორციელებს, ხოლო ინიციატივა მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენელებს ეკუთნის. პროექტი ქუთაისის თვითმმართველობის შენობაში ახალგაზრდების სტუმრობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლს ითვალისწინებს.