საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტს პარლამენტი, 10 ივნისს განიხილავს
09.06.2016
უკან დაბრუნება
საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 10 ივნისს განიხილავს.საკითხის დღის წესრიგში ჩასმა დრეს გადაწყდა .
ე.წ. გერმანული მოდელი არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 - მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იმაზე იქნება, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციულ სისტემის შედეგად.