რას ითხოვს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია საკრებულოსგან?
07.06.2016
უკან დაბრუნება
ენჯეო სექტორის ნაწილი ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნასა და განსახილველ საკითხად მდინარე რიონის ნაპირზე კაფე-ბარ ,,არგოს” მშენებლობის ნებართვის საკითხის შეტანას სთხოვს. 9 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი განცხადება ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში უკვე შევიდა. სამოქალაქო სექტორი კაფე-ბარის აგებას მშნებლობის დაწყების დღიდან აპროტესტებს.