შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ყინულის მოედნის გაუქმებას მერიაში არ ადასტურებენ
06.06.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ყინულის მოედნის გაუქმების შესახებ.ქუთაისში ააიპ ”ყინულის მოედანი” არ უქმდება,არამედ დაექვემდებარა ააოპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას,როგორც სხვა სპორტული სკოლები.აღნიშნულის გამო მნიშვნელოვნად მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება,რაც აისახება მხოლოდ მენეჯმენტში არასწორად გაწერილი და გაბერილი შტატებითა და სახლფასო განაკვეთით არსებული მდგომარეობით.რაც შეეხება სპორტულ ჯგუფებს,დაგეგმილ შეჯიბრებებს და ნებისმიერ აქტივობებს ყველაფერი უცვლელედ დარჩება.ბავშვებისათვის ყველა სერვისი ისევ იქნება უფასო.კიდევ ერთხელ განვმარტავთ რომ გავრცელებული ხმები ”ყინულის მოედნის” გაუქმების შესახებ არასწორია და ემსახურება მიზანმიმართულ პროვოკაციას.-ნათქვამია ქუთაისის მერის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.