შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს ირინე იმერლიშვილმა გააცნო
03.06.2016
უკან დაბრუნება
პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომის ფორმატში ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ”მოტივირებული შენიშვნების” კანონპროექტი განიხილეს. პრეზიდენტის შეთავაზება დეპუტატებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო.იმერლიშვილის შეფასებით პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მარეგულირებელ კონსტიტუციურ ნორმებს,ევროპულ პრაქტიკასა და ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების ქვორუმს,მოსამართლეთათვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებასა და პლენუმისთვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას.დღევანდელი რიგგარეშე სხდომას ნაციონალური მოძრაობა არ დასწრებია.