კახა კალაძემ გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა
03.06.2016
უკან დაბრუნება
ენერგეტიკის მინისტრმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა. ადგილზე მცხოვრები 153 აბონენტის ქსელზე დაერთების პროცესი დღეს დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება. მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანიამ” 222,7 კმ საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი ააშენა რის შედეგადაც საბოლოოდ ბუნებრივი აირი 4000-მდე აბონენტს ჩაერთვება. კახი კალაძემ დღესვე სოფელ ჭოგნარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.