შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ჟესტური ენის შემსწავლელი კურსები დასრულდა
03.06.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში ჟესტური ენის შემსწავლელი კურსები დასრულდა კურსი, ქუთაისის მერიის კულტურის,სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით , განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა „თაირისმა“ განახორციელა. მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება ქალაქის მერმა მიულოცა და სერთიფიკატები გადასცა. დახურვის ცერემონიალს საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტიც ესწრებოდა. 6 თვიან საპილოტე პროგრამაში „ჟესტური ენა დამწყებთათვის“ სხვადასხვა სფეროში მომუშავე 20 პირი იყო ჩართული. გადამზადება გაიარეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ სმენადაქვეითებულ ბავშვებთან ურთიერთობა და რომელთათვის ჟესტური ენის ცოდნა კომუნიკაციის ერთადერთი ფორმაა.