საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით,ტრენერთა გადამზადების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
02.06.2016
უკან დაბრუნება
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით,ტრენერთა გადამზადებისა და ლიცენზირების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.ფედერაციის მიერ მოწვეულმა სერბმა და ხორვატმა მწვრთნელებმა ქუთაისის და იმერეთის რეგიონის მწვრთნელებს სემინარი ჩაუტარა და ის სიახლეები გააცნო რაც კალათბურთში პერიოდულად ინერგება,ტრენინგის შემდეგ ერთ თვეში მწვრთნელებს ტესტირება ჩაუტარდებათ და ლიცენზიას მიიღებენ,რომლის საშუალებითაც კონკრეტული ტრენერის გაწვრთნილ გუნდს ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიეცემათ.