გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ბრიფინგი გამართა
02.06.2016
უკან დაბრუნება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ბრიფინგი გამართა.
ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისელების სიდუხჭირის ფონზე, ქალაქის მერიის მიერ 3 კონდინციონერის შეძენის ფაქტს აპროტესტებს.
წულაიას ბრალდებას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ჯავახიამ უპასუხა. ჯავახიამ წულაიას ჯამბაზი უწოდა და მისი გამოსვლისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.