21-დან 29ა მაისის ჩათვლით ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლამ იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრი ტრადიციულია და მასში იმერეთის 8ა რაიონის 300-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარული სისტემით გაიმართა. შეჯიბრის ორგანიზატორი იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია და ქუთაისის სპორტულ სკოლათა გაერთიანება იყო.