პროექტ ,,წყლის დამცველთა ბანაკის" ფარგლებში დღეს მწვანე ყვავილას ქუჩაზე მდინარე რიონის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. აქციაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოლოგიის მცველები,, ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მსგავსი სახის აქცია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე პერიოდულად ეწყობა.