შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია ”თავისუფალი საქართველოს” წევრებმა ქუთაისში დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააპროტესტეს
30.05.2016
უკან დაბრუნება
პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა ქუთაისში დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააპროტესტეს.პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით ადგილობრვი ხელისუფლება სამუშაოების მონიტორინგს არ ახდენს რის გამოც კომპანიები ნაკისრ ვალდებულებას დროულად არ ასრულებენ.წულაიას განცხადებით ავანგარდში ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სამუშაოები თურქულმა კომპანიამ ესემკამ შეასრულა,თუმცა სამუშაოები ბოლომდე არ მიიყვანა და დაზიანებული გზები მოსახლეობას პრობლემებს უქმნის ,სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში კი აცხადებენ,რომ გზის მოწესრიგება მიმდინარე კვირას დასრულდება.