"მე პირადად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმუშაობ იმისთვის, რომ გავაძლიერო დოკუმენტური კინოს ასოციაცია. გამოვიყენო ჩემი ცოდნა და პროფესიული კავშირები და მივმართო ეს ჩვენი სფეროს გასაძლიერებლად საქართველოში. როგორ არის ეს უცხოური ძალის ინტერესის გატარება, არ მესმის, მსგავსი იარლიყის მოწებება ძალიან არასამართლიანია" - ამბობს რუსულ კანონზე სალომე ჯაში – დოკუმენტური კინოს რეჟისორი, დოკუმენტური კინოს ასოციაცია Doca-ს ერთ–ერთი დამფუძნებელი.