დოკუმენტური კინოს ასოციაცია Doca დამფუძნებლებმა წლინახევრის წინ იმ კრიზისზე საპასუხოდ შექმნეს, რომელიც კინო სექტორში დაფინანსების მიმართულებით არსებობს.ასოციაციისთვის დაფინანსების ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთიდან მოდის.
"შარშან ეს ასოციაცია იმისთვის შევქმენით, რომ დოკუმენტური კინო გადარჩენილიყო, ახლა გვიწევს იმაზე ფიქრი, როგორ გადავარჩინოთ საერთოდ ორგანიზაცია", - ამბობს სალომე ჯაში – დოკუმენტური კინოს რეჟისორი, დოკუმენტური კინოს ასოციაცია Doca-ს ერთ–ერთი დამფუძნებელი.