
გერმანიის ელჩის თქმით, არ ელოდნენ "კურსის გარკვეულწილად შემოტრიალებას" , არ ელოდნენ არც "არაპარტნიორულ საუბრებს".
"კიდევ რასაც არ ველოდით იყო ის, რომ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პარტნიორობისა და მეგობრობის შემდეგ, უცებ როგორღაც საქართველოსთვის საშიშები გავხდით, თურმე საქართველოს ვმტრობთ, საუბარია გლობალური ომის პარტიაზე და ლიბერალურ ფაშიზმზე” - თქვა ელჩმა JRC-თან საუბრისას.