გერმანიის ელჩის თქმით, ევროკავშირის კარი ღიაა თუმცა, გაწევრიანება საქართველოს ნაბიჯებზეა დამოკიდებული.
"ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობის, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული, განვითარებული სივრცე კიდევ უფრო გაფართოვდეს და მოიცვას ის ქვეყნები, რომლებიც ევროპად ითვლება. ამ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა. "