"დროის საკითხია როდის მოგვიწევს ჩვენი სოციალური პროექტების შეჩერება. ეს არ ეხება მხოლოდ სტომატოლოგიურ კლინიკებს. ადგილზე გვყავს არაჩვეულებრივი თანამშრომლები, 65-ზე მეტი ახალგაზრდა ჩვენს სხვადასხვა აქტივობაში ჩართული. გაცვლით და სასტიპენდიო პროგრამებში 35 ახალგაზრდა ჩართული- ფონდი იხდის მათი სწავლის გადასახადს. ეს ძალიან კარგი პროექტიც ასევე რისკის ქვეშ დგას, რომ შეჩერდება" - ფონდის ხელმძღვანელი ინტერვიუში რუსული კანონის გავლენაზე საუბრობს.