
უმრავლესობის მიერ ვეტოდაძლეულ რუსულ კანონს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ხელი 3 ივნისს მოაწერა. ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღებამდე მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ აქციებზე, იღებდნენ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უცნობი პირები შეურაცხმყოფელ პლაკატებს ტოვებდნენ მედიის წარმომადგენლების სამუშაო თუ საცხოვრებელ ადგილთან.