
" საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, პრაქტიკულად შეჩერებულია, გაყინულია.. რამდენჯერმე გავიმეორეთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებაზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა" - თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 19 ივნისს მედიასთან საუბრისას.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გასახსნელად საქართველოს ევროკავშირისგან 9 რეკომენდაცია გასულ წელს გადმოეცა. „რუსული კანონი" ამ 9 დათქმიდან 2-ს ეწინააღმდეგება – დეზინფორმაციასთან ბრძოლას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.