,,ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში” -პროექტი, რომელიც განახორციელა: რეგიონული ინიციატივების ცენტრმა „ნათელი მომავალი" და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ- დასრულდა.
კვლევა განხორციელდა იმერეთის რეგიონში და მოიცვა 7 მუნიციპალიტეტის 14 მერია და საკრებულო.
პროექტის მიზანი:Ø ადგილობრივ თვითმმართველობებში ანტიდისკტრიმინაციული პოლიტიკის ადვოკატირება და შასაბამისი სამართლებრივ დოკუმენტებში ასახვა.
14 საჯარო დაწესებულების გადამზადება დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ.
Ø დისკრიმინაციის, გენდერული დისკრიმინაციისა და შევიწროების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
კვლევამ ცხადყო, რომ მიუხედავად მდგომარეობის გარკვეულწილად გაუმჯობესებისა, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები სათანადაოდ არ არის ასახული შიდა დოკუმენტებში.
დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით კვლავ დიდი სამუშაო არის გასაწევი, რათა რეგულაციების შიდა დოკუმენტებში ასახვის პარალელურად მოხდეს მათი პრაქტიკაში სათანადო იმპლემენტაცია.
აღნიშნული კვლევა მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში.