რეგიონული ინიციატივების ცენტრმა "ნათელი მომავალი" საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირთან თანამშრომლობით იმერეთის რეგიონში კვლევა განახორციელა.
კვლევა მომზადდა პროექტის ,,ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში" ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს საჯარო სექტორში სამუშაო ადგილებზე თანასწორობასთან დაკავშირებული სტანდარტების მიმოხილვა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალურ დაწესებულებებში ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნების შესრულების ხარისხის შესწავლა.
კვლევა განხორციელდა იმერეთის რეგიონში და მოიცვა 7 მუნიციპალიტეტის 14 მერია და საკრებულო.
გამოკვლეულ იქნა მდგომარეობა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, ტყიბული, ჭიათურა, ხონი, საჩხერე.
კვლევის შდეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები: მიუხედავად მდგომარეობის გარკვეულწილად გაუმჯობესებისა, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები სათანადაოდ არ არის ასახული შიდა დოკუმენტებში,
ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტის არ არსებობა.
ასევე, გარკვეული რეგულაციების არსებობის პირობებში, დასაქმებულთა სრულყოფილი ინფორმირება კვლავ გამოწვევაა.
რეკომენდაციებში ნახსენებია , რომ სამუშაო ადგილებზე თანასწორობის უზრუნველსაყოფად: საჯარო დაწესებულებებმა უნდა დაიწყონ აქტიური მუშაობა სამუშაო ადგილებზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გასატარებლად!
სახელმწიფომ კი თავის მხრივ უზრუნველყოს- დადგინდეს ღირსეული მინიმალური ხელფასი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევა მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის(CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.