"ჩვენ გვაქვს ელიტური პოლარიზაცია, მაგრამ პოლიტიკური ელიტები, ცხადია, ცდილობენ, რომ ეს კონფლიქტი ნელ-ნელა ჩაიტანონ საზოგადოების დონეზე. პოლარიზაციის სტრატეგიას ყოველთვის აქვს თავისი ლიმიტები, ის მალე ძველდება, პოლარიზაციის სტრატეგია რაში გამოიხატება, რომ არსებობს ეგზისტენციალური ყოფნა-არყოფნის საფრთხე, აი, ასე უნდა წარმოადგინონ პოლიტიკურმა ძალებმა და აქ შემიძლია, რომ მხოლოდ მე გადაგარჩინო, ნებისმიერი სხვა ამ საფრთხეში უფრო ღრმად შეგათრევს" - ამბობს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე.