„არის მიხეილ სააკაშვილი
და არის ბიძინა ივანიშვილი – ორივე ამ ადამიანს აქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა, პოლარიზაციის
საწარმოებლად", – ამბობს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელმაც
ქართულ პოლარიზაციას „ბოროტი იდილია" შეარქვა და დასძენს – „ამ ინფრასტრუქტურაში შედიან
მათი პარტიები, შედიან მათი მომხრე ექსპერტები, შედიან სატელიტი პარტიებიც, მათ შორის
მედიები".