შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ბაღდათის განვითარების ფონდი" - სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად


 
 
 
 

"ბაღდათის განვითარების ფონდი" - სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, წარჩინებული სტუდენტების დაფინანსება, სტარტაპების ხელშეწყობა - უკვე წლებია, მუნიციპალიტეტის განვითარებაზე „ბაღდათის განვითარების ფონდი” ზრუნავს. ორგანიზაცია, რომელიც 2019 წლის 6 დეკემბერს დაარსდა, დღეს რეგიონში არაერთ პროექტს ახორციელებს როგორც ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით, ისე საგანმანათლებლო და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

კახა გონგაძე, „ბაღდათის განვითარების ფონდის" გამგეობის წევრი: „როგორც იცით, ფონდი ძირითადად საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული. ამავდროულად ზრუნავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, ხელს უწყობს სოციალურ-კულტურულ განვითარებასა და მდგრადი ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება უშუალოდ საქველმოქმედო საქმიანობას, ფონდი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ არაერთოჯახს ეხმარება, მათ შორის მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ ბავშვებსა და შშმ პირებს. საუბარია 100-ზე მეტ ოჯახზე, რომლებსაც მათთვის საჭირო საოჯახო ტექნიკა გადავეცით და ფინანსური დახმარებაც გავუწიეთ".

„ბაღდათის განვითარების ფონდი" საგანმანათლებლო პროექტებსაც აქტიურად ახორციელებს. ამ შემთხვევაში მიზანი წარჩინებული და ასევე სოციალურად დაუცველი და მძიმე ფინანსური მდგომარეობის მქონე სტუდენტების დახმარებაა.

საგანმანათლებლო აქტივობების პარალელურად ფონდი ინფრასტრუქტურული პროექტებითაცაა დაკავებული. ფონდის მხარდაჭერით სოფელ ძეგანში გარე განათების სისტემა დამონტაჟდა და საგზაო სამუშაოები შესრულდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზედაც „ბაღდათის განვითარების ფონდი" მუშაობს, ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი აქსელერაციის პროგრამა „სტარტაპ მეწარმეა". მისი მიზანია, დაეხმაროს მოქალაქეებს საკუთარიიდეების ხორცშესხმაში,ანუკვე მოქმედი ბიზნესის განვითარებაში.

კახა გონგაძე, ბაღდათის განვითარების ფონდის გამგეობის წევრი: „სტარტაპ მეწარმის" მთავარი მიზანია, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს ხელი შეუწყოს ბიზნესიდეების რეალიზებაში. კანდიდატებს საკონკურსო განაცხადებიდან ვარჩევთ, თავდაპირველად ისინიპრეაქსელერაციის ეტაპზე გადადიან. აქ უკვე მათ საკუთარი ბიზნესიდეების პრეზენტაცია, განვითარების გეგმის ჩამოყალიბება ევალებათ. ბოლო ეტაპზე კი დაფინანსების საკითხი განიხილება".

„ბაღდათის განვითარების ფონდის" სამომავლო გეგმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია სწორედ საქველმოქმედო საქმიანობასთან. პრიორიტეტი კი ისევ წარჩინებული სტუდენტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა იქნება. უახლოეს პერიოდში ფონდი არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს. მათ შორის, 16 ოქტომბერს - ბაღდათობის ორგანიზატორი და სპონსორი სწორედ „ბაღდათის განვითარების ფონდი" იყო.

--

 

„ბაღდათის განვითარების ფონდი" ქართველმა ბიზნესმენმა, თემურ კოხოძემ, შექმნა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბალნეოლოგიური კურორტის „საირმის" მფლობელი და საავტომობილო სფეროში ლიდერი კომპანიის, „თეგეტა ჰოლდინგის",დამფუძნებელია.



16.10.2023
უკან დაბრუნება