2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებად შრომის ბაზრის მოწესრიგება და სოციალური უფლებების გაძლიერება დაეკისრა. შეთანხმების 229 მუხლში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას: „ხელი შეუწყონსაერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას იმ ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს სრული და ნაყოფიერი დასაქმებისა და ღირსეული შრომის არსებობას ყველასათვის."