შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
08.07.2023
უკან დაბრუნება
 
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ მოაწერეს. მხარეებს შორის თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად რაც საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით პროგრესს შეუწყობს ხელს . პარტნიორობა დაეხმარება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, გაიარონ საწარმოო პრაქტიკა და სტაჟირება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში - ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში.