შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალი ქუთაისში შენგელიას არენაზე გაიმართა, სადაც ინგლისი პორტუგალიას დაუპირისპირდა
05.07.2023
უკან დაბრუნება
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალი ქუთაისში შენგელიას არენაზე გაიმართა, სადაც ინგლისი პორტუგალიას დაუპირისპირდა. პირველ ტაიმში უპირატესობას ბრიტანელები ფლობდნენ და ენტონი გორდონის მიერ გატანილი გოლით პირველ ნახევარში გამარჯვება მოიპოვეს. შეხვედრის მეორე ტაიმში პორტუგალიელები გააქტიურდნენ, რეალური მომენტიც ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს და საბოლოოდ 0:1 დამარცხდნენ. ინგლისელები ევრო 2023-ის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ისრაელს დაუპირისპირდებიან. როგორც იცით, ოლიმპიადაზე ევროპის ზონიდან სამი გუნდი გავა და ინგლისი ვერ იასპარეზებს, ვინაიდან ოლიმპიური კომიტეტის წევრი არაა. რაც შეეხება საფრანგეთს, ოლიმპიადის მასპინძელია და საგზური დაბევებული აქვს. მეორე ნახევარფინალურ მატჩში უკრაინელები ესპანეთს დაუპირისპირდებიან, შეხვედრა რუმინეთში ჩატარდება, ხოლო ფინალი 8 ივლისს ბათუმში აჭარა ბეთ არენაზე გაიმართება. თამაშის შემდეგ დაპირისპირებული გუნდების მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ შეხვედრა მიმოიხილეს.