ქუთაისის მერიასთან ბიზნესის საბჭო შეიქმნება,რომელიც ქალაქში მოქმედ ბიზნეს სექტორთან და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავე ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს.ამის შესახებ განცხადება დღეს ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა.საბჭოში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესმენს შეეძლება.საჭოს საქმიანობის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური მუშაობის და ბიზნესის განვითარების მიზნით წინადადებებისადა რეკომენდაციების მომზადება,ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა.
საბჭოს ქალაქის მერი უხელმძღვანელებს,მას ორი თამჯდომარე ეყოლება,რომელთაგან ერთ-ერთი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი იქნება,ხოლო მეორე საბჭოს მოწვეული წევრთაგან აირჩევა.