უმეთვალყურეოდ მიტოვებული სასტუმრო ,,ქუთაისი,, და გოგი წულაის პროტესტი
25.05.2016
უკან დაბრუნება
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა.გოგი წულაიას განცხადებით, ქალაქის ცენტრში უკვე 10 წელია სასტუმრო ,,ქუთაისის,, შენობა მიტოვებულია და უფუნქციოდ არის დარჩენილი.წულაია მოუწოდებს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციონ მსგავს ობიექტებს და მფლობელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარკვეული სანქციები დაუწესონ.
წულაიას განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაზე ადგილობრივ ხელისუფლებაში უარი თქვეს.