ახალგაზრდების ვიზიტი მერიაში. ამჯერად ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში ქალაქის მერმა მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სტუმრებმა შოთა მურღულიასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა დაათვალიერეს და მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრეს. აღნიშნული პროექტი, რომელიც ქუთაისის მერიაში ახალგაზრდების სტუმრობას და ქალაქის მერთან შეხვედრების ციკლს ითვალისწინებს, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენელთა ინიციატივაა. შეხვედრები მერთან ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით ხორციელდება.