შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
25.03.2023
უკან დაბრუნება
 
RDYE პროექტის ფარგლებში კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები პროექტის მხარდაჭერით საკუთარი საწარმოების განვითარებას შეძლებენ სამიზნე მუნიციპალიტეტებში. RDYE პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps ლიბერთი ბანკის და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. RDYE პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამიზნე რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას. ამისათვის პროექტის ფარგლებში უკვე გადამზადდა 700-ზე მეტი, ხოლო სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 800 ახალგაზრდის გადამზადება მეწარმეობაში და მათთვის დაფინანსების შესაძლებლობის მიცემა.