შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ფრანკლინის კლუბის" მოწოდება ტელეკომპანია "იმედს"
14.03.2023
უკან დაბრუნება
"მოვუწოდებთ ტელეკომპანია იმედის ნებისმიერ წამყვანს, მოგვიწვიოს პირდაპირ ეთერში, სადაც შევძლებთ ვილაპარაკოთ ფრანკლინის კლუბის ნამდვილ შინაარსზე და საქმიანობაზე" - ამის შესახებ განცხადებას "ფრანკლინის კლუბი" ავრცელებს. სამწუხაროდ, იმედის ეთერში უკვე არაერთხელ გავიდა დეზინფორმაცია კლუბის შესახებ. რაც აშკარად ატარებს აგრესიულ, შავრაზმულ ხასიათს და ემსახურება ფრანკლინის კლუბისგან მტრის ხატის შექმნას. მსგავსი პროპაგანდა სრულიად უპასუხისმგებლოა ჩვენთან განათლების ნებაყოფლობით მიმღები ახალგაზრდების მიმართ, რომელთა უმრავლესობაც სკოლის მოსწავლეა.მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სამოქალაქო შეგნება და მისცეთ მაყურებელს საშუალება გაიგოს სიმართლე! ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე! ნათქვამია განცხადებაში