ევროკავშირი ევროგაერთიანების გარედან შემოსული დაფინანსების გასაჯაროების კანონზე მუშაობს
14.03.2023
უკან დაბრუნება
ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროკავშირის გარედან შემოსული ნებისმიერი დაფინანსება ბლოკში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოსს“ სამმა წყარომ დაუდასტურა.
როგორც მედიასაშუალება წერს, დაგეგმილი კანონპროექტი, რომელზეც მუშაობა ჯერ ძალიან საწყის ეტაპზეა, ეხმაურება ანალოგიურ ამერიკულ და ავსტრალიურ კანონებს.