შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
14.03.2023
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება. მასში მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი რანგის პირები. როგორც ოფიციალურ ვახშამზე აღინიშნა, ამბასადორიალის გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში; მათ შორის, ქვეყნის როგორც ძლიერი მოკავშირის როლს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში.