შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016 ის მეორე ტური გაიმართა
21.05.2016
უკან დაბრუნება
მელიტონ ბალაჩივაძის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენა-ზე საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016 ის მეორე ტური გაიმართა.ფესტივალი ქართულ სიმღერასა და ცეკვას,საკრავიან მუსიკას,ტრადიციულ გალობასა,ზეპირსიტყვიერებას,სახვით და გამოყენებით ხელოვნება მოიცავს. ღონისძიებაში მონაწილეობას სახვადასხვა რეგიონები იღებდნენ. ფესტივალი 2015 წელს ქ.თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა მხარე მოიცვა. საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.