შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"„ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს"-ირაკლი კობახიძე
13.03.2023
უკან დაბრუნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტმა თავისი მიზანი სხვადასხვა მიმართულებით უკვე შეასრულა. მისი თქმით, „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს. ,,ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილო სტატუსია, ეს არის პირველი დასკვნა, რაც ამ ყველაფრიდან საზოგადოებამ გამოიტანა. ამ ფაქტმა მოგვცა ფართო დისკუსიის გახსნის საშუალება, რაც უკავშირდება არასათანადო საქმიანობით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გარე წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას“.– აცხადებს კობახიძე