შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ინალ არძინბამ კომენტარი გააკეთა თბილისში 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე
11.03.2023
უკან დაბრუნება
სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ კომენტარი გააკეთა თბილისში 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე და მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ინსპირირებული აქცია უწოდა. არძინბას განცხადება სააგენტო „სპუტნიკის“ ფეისბუკ-გვერდზე გავრცელდა. „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში არსებული სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს. მიგვაჩნია, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მორიგი მცდელობა. ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს, ბლოკავენ ქუჩებს და აგრესიული ქმედებების სხვა მეთოდებს მიმართავენ. „მათ ზუსტი ინსტრუქციები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსგან მიიღეს“ – განაცხადა არძინბამ. მისი თქმით, უნდა აღინიშნოს არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული როლი ამ ღონისძიებების მომზადების დროს.