შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობას “დედამიწის მეგობრები“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
11.03.2023
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობას “დედამიწის მეგობრები“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ გარემოსდაცვითი და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად და განსახორციელებლად, კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად. დოკუმენტს ხელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის “დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ მოაწერა.