„ვაშინგტონმა საქართველოს არ დართო ნება გახდეს სუვერენული სახელმწიფო"-რუსეთის დუმის სპიკერი
11.03.2023
უკან დაბრუნება
რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ საქართველოში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუკავშირა და განაცხადა, რომ „ვაშინგტონმა საქართველოს არ დართო ნება გახდეს სუვერენული სახელმწიფო".
მისი თქმით, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს „დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება, დანარჩენები კი, უნდა არსებობდნენ წესებით, რომლებსაც მათ ვაშინგტონი კარნახობს“ და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ამას არ ეთანხმება, „ფერადი რევოლუციის“ რისკის წინაშეა.