შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი გაათავისუფლეს
11.03.2023
უკან დაბრუნება
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი კანონით დადგენილი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის საფუძველზე გაათავისუფლეს.ისინი 7 მარტის აქციაზე დააკავეს. პარტიის ინფორმაციით, ჯაფარიძეს და მოსიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გვიან ღამემდე გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან დაკავებული პირების პროცესი. მათი ნაწილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა 2 000-დან 3 000 ლარამდე დააკისრა.