შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აშშ მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას
10.03.2023
უკან დაბრუნება
ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას. თუმცა, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი, რომლის პირველი მოსმენით მიღებას საქართველოში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, სრულად უნდა იქნეს უარყოფილი. „მიუხედავად იმისა, რომ მივესალმებით გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის გაუქმების შესახებ, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გაიწვიოს კანონპროექტი და არ მიმართოს სხვა მსგავს კანონს, რადგან ეს შეუთავსებელია ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებთან , ასევე ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. “, - ნათქვამია ნედ პრაისის განცხადებაში.