შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ქუთაისი 2010" ბათუმის "ბათუმთან" 98-96 დამარცხდა.
09.03.2023
უკან დაბრუნება
კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების პირველ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ქუთაისი 2010-მა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში ბათუმის ბათუმს უმასპინძლა.შეხვედრა ძალზედ საინტერესო და დაძაბული გამოდგა.აღსანიშნავია ის ,რომ ქუთაისელები პირველ ორ პერიოდში სრულ უპირატესობას ფლობდა და ერთ-ერთ მომენტში 20 ქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს.მესამე და მეოთხე პერიოდებში ბათუმელებმა სიტუაცია გამოასწორეს და თამაშის ბოლო წამზე ორი ქულით გამარჯვებასაც მიაღწიეს .საბოლოოდ შეხვედრა 98-96 სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.შეგახსენებთ რომ სათასო გათამაშება ორ მატჩიანია და ამ წყვილში ყველაფერი 15 მარტს გადაწყდება, როცა ბათუმი ქუთაისს საპასუხო მატჩში უმასპინძლებს.