“აქ ცხოვრობს დავალებების შემსრულებელი ნაცი ჯაშუში”- ეს წარწერა ქუთაისში, სამოქალაქო აქტივისტის აკაკი საღინაძის საცხოვრებელ სახლზე, უცნობმა პირებმა გააკეთეს.
09.03.2023
უკან დაბრუნება
“აქ ცხოვრობს დავალებების შემსრულებელი ნაცი ჯაშუში”- ეს წარწერა ქუთაისში, სამოქალაქო აქტივისტის აკაკი საღინაძის საცხოვრებელ სახლზე, უცნობმა პირებმა გააკეთეს. სამოქალაქო აქტივისტი გუშინ, რუსული კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეებთან ერთად, ცენტრალურ მოედანზე იმყოფებოდა. ის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
როგორც საღინაძე აცხადებს ხელისუფლება განსხვავებულ აზრს ამ ფორმით დევნის და სჯის.