შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ემუქრება თუ არა საქართველოს ზიკას ვირუსი?
20.05.2016
უკან დაბრუნება
ემუქრება თუ არა საქართველოს ზიკას ვირუსი?მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საქართველო მაღალი რისკის მქონე ქვეყნების ნსიაში შეიყვანა.რასაც არ ეთანხმებიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.გოჩა გიორგიძის განცხადებით სქართველოში ზიკას ვირუსის გავრცელების რისკი დაბალია,რადგან ქვეყანაში არ არის ვირუსით დაავადებული ადამიანი. ზიკას ვირუსს სიმპტომები ზოგჯერ არ აღენიშნება,ან გამოიხატება სიცხით,სახსრების ტკივილით, დაღლილობით,გამონაყარით და თვალების ჩაწითლებით.განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ორსული ქალები.დაინფიცირების შემთხვევაში ახალშობილებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ექმნებათ. ზიკას ვირუსი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებზე 20-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა.ვირუსი ზრდასრულებში არ იწვევს სიკვდილიანობას და დაინფიცირებულ ადამიანებში მას გართულება არ მოჰყვება.ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება,რომელსაც უარეს შემთხვევაში დამბლის გამოწვევა შეუძლია.