შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„შეეცდებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას“-ინალ არძინბა.
09.03.2023
უკან დაბრუნება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მარტში ამერიკელები „შეეცდებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას“. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, არძინბას მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში „მეორე ფრონტის“ გახსნაა. ადრე არძინბამ განაცხადა, რომ "საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია". თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ "საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს". აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით კი, „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ“.