შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალთა საერთაშორისო დღე - - ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება
09.03.2023
უკან დაბრუნება
ქალთა საერთაშორისო დღე - - ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. რომელიც 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ დააფუძნა. ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი. 1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ. - ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელშიც ოდითგანვე იყო ქალის კულტი; იქ, სადაც ქალის (წმინდა ნინო) სახელს დაუკავშირდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება; სადაც ქალის (თამარის) მეფობის ეპოქა შეფასდა „ოქროს ხანად“; სადაც დედის სახელი რელიგიური სიწმინდის რანგში იყო აყვანილი, ბუნებრივია, 8 მარტი მნიშვნელოვანი დღესასწაულია.