შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლევან იოსელიანმა პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას, ფეისბუკზე საჯარო პოსტით უპასუხა
02.03.2023
უკან დაბრუნება
საქართველოს პარლამენტის წევრმა პარტია "მოქალაქეებიდან" ლევან იოსელიანმა პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას, ფეისბუკზე საჯარო პოსტით უპასუხა. იოსელიანი, რომელიც პარტიამ სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა, აცხადებს, რომ მისი პოზიცია გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა ორაზროვანი. როგორც ის ამბობს გვარამიას პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი.