შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მმართველი გუნდის მისამართით მორიგ წერილს აქვეყნებს
02.03.2023
უკან დაბრუნება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მმართველი გუნდის მისამართით მორიგ წერილს აქვეყნებს. მისი ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 28 თებერვალს გაიმართა, პრეზიდენტის წარმომადგენელი მიწვეული არ იყო. „განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, ,,უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას. ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.