შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2023 წლის 2 მარტს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო
02.03.2023
უკან დაბრუნება
2023 წლის 2 მარტს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური პირობა; საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ; საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. გარდა ეროვნული გამოცდებისა, დღეს რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის დაიწყო. პროცესი 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.